თავში

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 15 000-ს აღწევს

​საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 15 000-ს აღწევს
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 15 000-ს აღწევს

საფრანგეთში გასული დღე-ღამეში კორონავირუსს 574 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 14967 აღწევს.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 98 076-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა განაცხადა.

საავადმყოფოში რჩება 91000 ადამიანზე მეტი, მათ შორის 6821 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. 

ამ წუთებში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კორონაკრიზისის პერიოდში, მოსახლეობას ტელევიზიით მესამედ მიმართავს. ის სავარაუდოდ საგანგებო მდგომარების გაგრძელების შესახებ ისაუბრებს. პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, ასევე უნდა წარმოადგინოს ქვეყნის შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system