თავში

საფრანგეთში მოსახლეობის ნაწილი კოვიდპასპორტების შემოღებას აპროტესტებს

საფრანგეთში მოსახლეობის ნაწილი კოვიდპასპორტების შემოღებას აპროტესტებს
საფრანგეთში მოსახლეობის ნაწილი კოვიდპასპორტების შემოღებას აპროტესტებს

Reuters-ის ცნობით, საფრანგეთში ათასობით მოქალაქემ კოვიდპასპორტების შემოღება გააპროტესტა.

საფრანგეთის მოქალაქეები ხელისუფლების მიერ კოვიდპასპორტების შემოღებას აპროტესტებენ, რომელთა ტარება საზოგადო ადგილებში სავალდებულო გახდა. აღნიშნულ საკითზე პროტესტი მოსახლეობამ უკვე მესამედ გამოხატა. 

საფრანგეთის შსს-ს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კოვიდპასპორტების შემოღება ჯამში ორასი ათასზე მეტმა მოქალაქემ გააპროტესტა, მათ შორის 15 ათასამდე დემონსტრანტი პარიზში შეიკრიბა.

პროტესტის დროს, პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავებულია სამი პოლიციელი. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია აქციის 19 მონაწილე.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მუზეუმებში, კინოთეატრებსა და საცურაო აუზებში მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინაციის დამდასტურებელი მოწმობა, შესვლაზე უარს ეუბნებიან. 

ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთათვის ვაქცინაცია სავალდებულოა, ხოლო კოვიდპასპორტების ტარება ბარებში, რესტორნებში, მატარებლებში, ჰოსპიტლებსა და სავაჭრო ცენტრებშიც სავალდებულო გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system