თავში

საფრანგეთში მოტოციკლების უკანონო რბოლების წინააღმდეგ ზომების გამკაცრება იგეგმება

საფრანგეთში მოტოციკლების უკანონო
საფრანგეთში მოტოციკლების უკანონო რბოლების წინააღმდეგ ზომების გამკაცრება იგეგმება

საფრანგეთის მთავრობა გეგმავს, რომ არალეგალური მოტორბოლების წინააღმდეგ ზომები გაამკაცროს. ამ ტიპის შეჯიბრებებს “rodeo-ს” უწოდებენ და ეს ღარიბულ გარეუბნებში ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის კონფლიქტის საბაბი ხშირად ხდება. 

ამ თვეში, პარიზის გარეუბანში პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი ასეთი შეტაკება მოხდა, როცა 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, ის მოტოციკლს ჩაფხუტის გარეშე, დიდი სიჩქარით მართავდა. ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ავარია პოლიციის მანქანასთან შეჯახების გამო მოხდა, თუმცა პროკურორის განცხადებით, გამოძიებამ მსგავსი დეტალები არ დაადგინა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მარტის შუა რიცხვებში დაწყებულმა, კორონავირუსით გამოწვეულმა საკარანტინო მდგომარეობამ მოტოციკლების არალეგალური რბოლების რიცხვის ზრდა გამოიწვია. 

"საკარანტინო პერიოდის დროს ამ უკანონო რბოლების უფრო დიდი რაოდენობა აღმოვაჩინეთ, რადგან ისინი ცარიელი ქუჩებით სარგებლობენ", - განაცხადა კრისტოფ კასტანერმა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა უფრო მეტ ჯგუფს გამოყოფს. 



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system