თავში

საფრანგეთში პირველი დოზით 20 მილიონი ადამიანი აიცრა

საფრანგეთში პირველი დოზით 20 მილიონი ადამიანი აიცრა
საფრანგეთში პირველი დოზით 20 მილიონი ადამიანი აიცრა

საფრანგეთში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ინფორმაციას thelocal.fr ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვაქცინის ერთი დოზა 20 086 792-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც საერთო მოსახლეობის 30%-ს შეადგენს. ხოლო ორივე დოზით კი 8 მილიონ 805 345 მოქალაქე აიცრა.

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მთელი ქვეყნისათვის, რადგანაც ხელს უწყობს კრიზისიდან გამოსვლას’’ - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა - ჟან კასტექსმა.

აქამდე საფრანგეთში ვაქცინაცია მხოლოდ 18 წლის ზევით მყოფ პირებზე ტარდებოდა, ხოლო ახლა უკვე მისი გაკეთება მცირეწლოვნებსაც შეუძლიათ.

ასევე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია საავადმყოფოებში ინტენსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტების რაოდენობაც, რომლებიც კორონავირუსს მკურნალობენ.

ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერებისა და მოსახლეობის აცრის პარალელურად, საფრანგეთში ამსუბუქებენ გარკვეულ შეზღუდვებს. მათ შორის, გაიხსნება მუზეუმები, თეატრები და საკონცერტო დარბაზები, რომლებიც ადამიანების შეზღუდულ რაოდენობას მიიღებენ. შემსუბუქდება კომენდანტის საათიც და 19სთ-დან 21სთ-მდე გადაიწევს. ასევე გაიხსნება მაღაზიებიც, რომლებიც აქამდე დაკეტილი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system