თავში

საფრანგეთში რესტორანში შეკრების გამო 110 ადამიანი დააჯარიმეს

საფრანგეთში რესტორანში შეკრების გამო 110 ადამიანი დააჯარიმეს
საფრანგეთში რესტორანში შეკრების გამო 110 ადამიანი დააჯარიმეს
© Pixabay

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, საკარანტინო შეზღუდვებისა და კომენდანტის საათის დარღვევის გამო, 110-ზე მეტი ადამიანი დააჯარიმეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის პოლიციამ ღონისძიების ორგანიზატორი და რესტორნის მენეჯერი დააპატიმრა. 

მიწისქვეშა წვეულებების ორგანიზატორებს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 15 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.

ხელისუფლების ბრძანებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო საფრანგეთში ბარები, კაფეები და რესტორნები დაკეტილია. საკარანტინო შეზღუდვების დარღვევისა და პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის ჯარიმა 135 ევროს შეადგენს. ქვეყანაში 18:00 საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system