თავში

საფრანგეთში, შესაძლოა, ათობით მეჩეთი დაიხუროს

​საფრანგეთში, შესაძლოა, ათობით მეჩეთი დაიხუროს
საფრანგეთში, შესაძლოა, ათობით მეჩეთი დაიხუროს

საფრანგეთში მოქმედ76 მეჩეთში რეიდი ჩატარდება. ამის შესახებ განკარგულება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დერმანენმა პირადად გასცა.

16 მეჩეთი, სადაც პოლიციამ შემოწმება უნდა ჩაატაროს, პარიზსა და მის შემოგარენში მდებარეობს.

16 ოქტომბერს პარიზში მოსწავლეების მიერ ისტორიის მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ ადგილობრივ მეჩეთებსა და მუსულმანების დასახლებებში რეიდები დაიწყო.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცდებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საფრანგეთში "ექსტრემისტულ ისლამთან" დაკავშირებით 43 მეჩეთი დაიკეტა.

47 წლის სამუელ პატი გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ აბდულაჰ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა.

მომხდართან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

ანზოროვის ნათესავების გარდა დააპატიმრეს რადიკალი რელიგიური მოღვაწე, საფრანგეთის იმამთა საბჭოს წევრი აბდელჰაკიმ სეფრიუი და ბრაჰიმ შნინა. სწორედ მათ გაავრცელეს სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა, რომ გაკვეთილზე მომხდარი ინციდენტის გამო ისტორიის მასწავლებლისთვის "რაღაც მოეხერხებინათ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system