თავში

საფრანგეთში შეზღუდვების მოხსნა იგეგმება

საფრანგეთში შეზღუდვების მოხსნა იგეგმება
საფრანგეთში შეზღუდვების მოხსნა იგეგმება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში COVID-19 შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას todayonline ავრცელებს.

ევროზონის მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე საფრანგეთმა მესამე ეროვნული ჩაკეტვა მარტის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც COVID-19-ით დაღუპულთა და ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაკრონი იმედოვნებს, რომ უკანასკნელი ლოქდაუნის შედეგები, დაჩქარებულ ვაქცინაციის კამპანიასთან ერთად, საფრანგეთში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას გააუმჯობესებს. 

ცნობისთვის, სამკვირიანი დაკეტვის შემდეგ, ორშაბათს საფრანგეთის სკოლები გაიხსნა. მაკრონმა თქვა, რომ მაისის შუა რიცხვებში ღია ბარებისა და რესტორნების გახსნა შეიძლება, ივნისამდე კი დახურული სივრცეების გახსნა არ იგეგმება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system