თავში

საქართველოსთვის კარი ღია რჩება - მარია ზახაროვა

საქართველოსთვის კარი ღია რჩება - მარია ზახაროვა
საქართველოსთვის კარი ღია რჩება - მარია ზახაროვა

სამხრეთ კავკასიის რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის "3+3" (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი) ყველა მონაწილემ საქართველოს მონაწილეობით დაინტერესება გამოხატა და თბილისისთვის ფორმატში გაწევრიანების კარი ყოველთვის ღია რჩება, - Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობის საკითხსა და პოლემიკას, პლატფორმის პირველ შეხვედრაზე 10 დეკემბერს, როგორც მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, ერთხმად გამოხატა ინტერესი თბილისის ამ ფორმატში მონაწილეობის შესახებ და შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის კარი ყოველთვის ღია რჩება“, - აღნიშნა ზახაროვამ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრისას, რომლის თანახმად ფორმატის შემდეგი შეხვედრა, შესაძლოა, ანკარაში გაიმართოს, ზახაროვამ აღნიშნა, რომ მზადყოფნა, უზრუნველყოს პლატფორმა შემდეგი კონსულტაციებისთვის, მხოლოდ ამ ქვეყანას არ გამოუთქვამს.

"ეს, ჩემი აზრით, მიგვანიშნებს, რომ ამ ფორმატის ყველა მონაწილის ინტერესი ერთობლივი მუშაობის გაგრძელებისა და პრაქტიკული ურთიერთქმედების დამყარებისადმი ძალიან მაღალია. შემდეგი შეხვედრის ადგილისა და შინაარსის შესახებ შეთანხმება საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით, ყველა მონაწილის კონსენსუსის საფუძველზე ხდება. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ საერთო ინტერესის საკითხებზე, მათ შორისა: სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება, ბრძოლა საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system