თავში

სახელმწიფო დეპარტამენტმა ბაიდენთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

​სახელმწიფო დეპარტამენტმა ბაიდენთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო დეპარტამენტმა ბაიდენთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორი დაიანა შოუ ავღანეთში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დიპლომატიური ძალისხმევასთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

მისი ცნობით, გამოძიება ქვეყნიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანას უკავშირდება. მედიის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი დეტალურად შეისწავლის სპეციალური საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროგრამას, ავღანელი ლტოლვილების განსახლების პროცესს, ასევე ქაბულიდან ამერიკელი პერსონალისა და ავღანელი თანამშრომლების ევაკუაციას.

Politico წერს, რომ შოუმ კონგრესს ამის შესახებ უკვე აცნობა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ მისი ოფისი ამ საკითხზე "რამდენიმე საზედამხედველო პროექტს" იწყებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system