თავში

სახლი, სადაც არასრულწლოვან გოგონებს და ქალებს აუპატიურებდნენ, დაანგრიეს

სახლი, სადაც არასრულწლოვან გოგონებს და ქალებს
სახლი, სადაც არასრულწლოვან გოგონებს და ქალებს აუპატიურებდნენ, დაანგრიეს

აშშ-ში, ფლორიდაში არსებული მდიდრული სახლი, სადაც პროკურორების თქმით ჯეფრი ეფშტეინი არასრულწლოვან გოგონებს და ქალებს მრავალი წლის განმავლობაში აუპატიურებდა, დაანგრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Nypost ავრცელებს. 

დეველოპერმა ტოდ მიშელმა სახლი $18,5 მილიონად შეიძინა და მისი დანგრევის შესახებ მარტში დაანონსა. გაყიდვიდან მიღებული თანხა, კომპენსაციის სახით, დაზარალებულ ოჯახებს გადაეცა. ასევე გაიყიდა მანჰეტენზე არსებული ეპსტეინის სახლი $50 მილიონად. მიღებული თანხა ასევე მსხვერპლების ოჯახს გადაეცა. 

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ჯეფრი ეფშტეინი, რომელიც პირად კუნძულს ფლობდა, რამდენიმე წლის წინ პედოფილიაში ამხილეს. ეფშტეინი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პირებთან მეგობრობდა.

ეფშტეინს პედოფილიაში დასდეს ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, იგი თავისი გავლენებით სარგებლობდა და არასრულწლოვანი გოგონები კუნძულზე პირადი თვითმფრინავით გადაჰყავდა, სადაც მსოფლიო ელიტა იკრიბებოდა. სამართალდამცავების ცნობით, რამდენი მსხვერპლი გოგონა 14 წლის იყო.

2019 წლის 10 აგვისტოს ჯეფრი ეფშტეინმა ციხეში თავი მოიკლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system