თავში

საკმარისი ვაქცინაციის გარეშე პანდემია არასოდეს გაჩერდება

​საკმარისი ვაქცინაციის გარეშე პანდემია არასოდეს გაჩერდება
საკმარისი ვაქცინაციის გარეშე პანდემია არასოდეს გაჩერდება

აშშ-ის ჯანდაცვის მაღალჩინოსნები ხელისუფლების წარმომადგენლებს აფრთხილებენ, რომ პანდემია უსასრულოდ გაგრძელდება, თუ საკმარისი რაოდენობის ადამიანების ვაქცინაცია არ მოხდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ფრანსის კოლინის განცხადებით, იმისათვის, რომ ვირუსი დამარცხდეს და გაქრეს, მოსახლეობის მინიმუმ 70-80%-ს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს. კოლინის თქმით, ივნისის თვეში შტატების 330 მილიონიანი მოსახლეობის სრულად იმუნიზაციის საშუალება ექნება, თუმცა, თუ აცრას მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი ჩაიტარებს, ვირუსი წრეზე ივლის და ეს უსასრულოდ გაგრძელდება.

რაც შეეხება ვაქცინის უსაფრხთოებას, კოლინის თქმით ფარაკოლოგიაში ცოტა ვაქცინა თუ არსებობს, რომლესაც გამოცდისა და ტესტირების ასე ზედმიწევნით და ასეთი მკაცრი ეტაპები გაიარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system