თავში

საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებს ირანმა 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

​საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებს ირანმა 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებს ირანმა 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ირანის სასამართლომ საქველმოქმედო ორგანიზაციის ორ წევრს, რომლებიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს, პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე მათ 10 წელი ჯაშუშობისთვის და 5 წელი - ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის მიესაჯათ.

ირანის ხელისუფლების განცხადებით, ისინი, ქველმოქმედებას ამოფარებულები, აგენტურული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით იყვნენ დაკავებულები. პატიმართა ვინაობა ჯერ არ ხმაურდება, რადგან სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის.  

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ირანში აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს სავარაუდო აგენტს, ქვეყნის ბირთვული პროგრამის სფეროში ჯაშუშობისთვის, სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ ირანის უზენაესი სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გოლიამ ჰოსეინ ისმაილიმ განაცხადა.

ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ერთ-ერთ ჯაშუშს, ამირ რახიმპურს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ის აშშ-ის დაზვერვისთვის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას ცდილობდა“,- აღნიშნა ისმაილიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system