თავში

სამფეხა კოალას ტერფის პროთეზი გაუკეთეს - PHOTO - VIDEO

სამფეხა ​კოალას ტერფის პროთეზი გაუკეთეს
სამფეხა კოალას ტერფის პროთეზი გაუკეთეს - PHOTO - VIDEO

პატარა კოალა, სახელად "ტრიუმფი" ტერფის გარეშე დაიბადა. მან სიარული და ხეზე ცოცვა მხოლოდ მას შედეგ შეძლო, რაც ავსტრალიელმა დენტისტმა მისთვის ტერფის პროთეზი შექმნა. ვეტერინარმა მარლი კრისტიანმა კოალა ახალი სამხრეთ უელსის ტყეში მომაკვდავი დედის გვერდით იპოვა. პატარას მხოლოდ სამი ტერფი ჰქონდა, მეოთხეს ნაცვლად კი ძვლის სახით პატარა წანაზარდი. ვეტერინარმა კოალა სპეციალურ ცენტრში გადაიყვანა და მასზე მზრუნველობა აიღო.

კოალასთვის, რომელსაც სახელად "ტრიუმფი" დაარქვეს, ხელოვნური ტერფი ცხოველების პროთეზებზე მომუშავე ამერიკულ კომპანიას შეუკვეთეს, თუმცა რამდენიმე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს მარლი კრისტიანმა გამოსავალი მაინც იპოვა. მან პროთეზი მეზობელ დენტისტს შეუკვეთა. მცდელობა მაჯერად წარმატებული აღმოჩნდა. მართალია "ტრიუმფის" ტერფი საბოლოო ჯამში ვარდისფერი გამოვიდა, კოალამ ის მშვენივრად მოირგო, მოიხმარს და ძალიან ბედნიერია.

მარლი კრისტიანი იხსენებს, რომ კოალასთვის ოთხივე ტერფის შეგრძნების პირველი რეაქცია საოცრად ემოციური იყო: "როგორც კი ჩავაცვი ეს პატარა ფეხსაცმელი, მან ჯერ ნახტომი გააკეთა, შემდეგ სირბილი და ცოცვა და იწყო და ატირდა კიდევაც, ის სრულიად ახალი კოალა გახდა. ეს ყველაზე საუკეთეო რამაა, რაც კი მომხდარა ცხოვრებაში. მე მისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა ვეტერინარმა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system