თავში

სამხრეთ აფრიკაში ავტობუსში 17 მგზავრი დაიწვა

​სამხრეთ აფრიკაში ავტობუსში 17 მგზავრი დაიწვა
სამხრეთ აფრიკაში ავტობუსში 17 მგზავრი დაიწვა

სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთით ერთმანეთს ავტობუსი და ჯიპი შეეჯახნენ. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რადიოსადგური SAB ავრცელებს.

"ავარია 11 იანვარს, საღამოს, ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოხდა. შეჯახებისას ავტობუსს ხანძარი გაუჩნდა. სალონში მყოფი 17 მგზავრი ადგილზე დაიწვა. დაღუპულია ჯიპის მძღოლიც", - განაცხადეს ლიმპოპოს პროვინციის მოძრაობის უსაფრთხოების სამსახურში.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, რვა ადამიანი გადარჩა, მათგან ექვსი მძიმედ დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system