თავში

სამხრეთ აფრიკაში უნივერსიტეტს ცეცხლი გაუჩნდა

სამხრეთ აფრიკაში უნივერსიტეტს ცეცხლი გაუჩნდა
სამხრეთ აფრიკაში უნივერსიტეტს ცეცხლი გაუჩნდა

სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნის უნივერსიტეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ხელისუფლების ცნობით, ცეცხლი მთის ფერდობებს გაუჩნდა და შემდეგ გავრცელდა უნივერსიტეტის კორპუსსა და ბიბლიოთეკაზე. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია ძლიერი ქარის გამო ვერ შეძლეს.

ქვეყნის გარემოს დაცვისა და განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ქარი სულ უფრო ძლიერდება, რამაც, შესაძლოა, ხანძრის უფრო მასშტაბური გავრცელება გამოიწვიოს. გარდა ამისა, მან ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ ინციდენტის ადგილას მისვლას, დახურონ ფანჯრები, რადგან თავიდან აირიდონ კვამლისგან გამოწვეული ცუდად ყოფნა.

ოფიციალური პირების თქმით, უნივერსიტეტიდან ყველა სტუდენტი ევაკუირებულია. იმ სტუდენტებს, რომლებიც ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩნენ, დროებით თავშესაფარს გადასცემენ.

მაშველები ხანძრის ჩასაქრობად სამ ვერტმფრენსა და რამდენიმე თვითმფრინავს იყენებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system