თავში

სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობა ახალმა ხანძარმა მოიცვა

​სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობა ახალმა ხანძარმა მოიცვა
სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობა ახალმა ხანძარმა მოიცვა
© TWITTER MOLOTO MOTHAPO

სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობაში ხანძარი ისევ გაჩნდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

ახალი ხანძარი წინა აალებისგან ერთი დღის შემდეგ გაჩნდა.

მის ჩაქრობაში 70-ზე მეტი სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული.

ხელახალი აალების შედეგად, შესაძლოა, პარლამენტის მთელი კონსტრუქცია დაიშალოს.

მეხანძრეები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.

ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკის საკანონმდებლო ორგანოში ხანძრის გაჩენის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს. ძანძრის შედეგად შენობის სახურავი და შენობის ერთი სართული ჩამოინგრა. დაშავებულები არ არიან.

საქმეს სამხრეთ აფრიკის პრიორიტეტულ დანაშაულთა გამოძიების დირექტორატი (Hawks) იძიებს. როგორც წესი, უწყება პოლიტიკურ ინსტიტუტებზე თავდასხმის საქმეებს სწავლობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system