თავში

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის მრავალჯერ მუტირებული შტამი აღმოაჩინეს

​სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის მრავალჯერ
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის მრავალჯერ მუტირებული შტამი აღმოაჩინეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სპეციალისტებმა გამოავლინეს კორონავირუსის ახალი შტამი C.1.2, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობის მუტაციით ხასიათდება. ინფორმაციას ადგილობრივი პორტალი Eyewitness ავრცელებს.

ახალი საშიში შტამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აცნობა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი შტამის შემთხვევაში გენომები ისე იქცევიან, როგორც კორონავირუსის "ბეტა" და "დელტა" ვარიანტების გაჩენის პირველ დღეები. მაისში ახალ შტამზე სეკვენირებული გენომების 0,2% მოდიოდა, ივლისში კი - 2%.

"ახალმა ვარიანტმა სხვა დანარჩენ ვარიანტებთან იმდენად ძლიერად განიცადა მუტაცია, რომ ეს შეშფოთებას იწვევს",- აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ამჟამად მეცნიერები ამ ახალ შტამს სწავლობენ და ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად დაიცავს მის წინააღმდეგ ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system