თავში

სამხრეთ კალიფორნიაში გვალვამ 19 მილიონი ადამიანი დააზარალა

​სამხრეთ კალიფორნიაში გვალვამ 19 მილიონი ადამიანი დააზარალა
სამხრეთ კალიფორნიაში გვალვამ 19 მილიონი ადამიანი დააზარალა

სამხრეთ კალიფორნიაში, შტატის მოსახლეობის ნახევარი, ძლიერი გვალვით იტანჯება. შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

კალიფორნიის წყლის რესურსების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შტატის ბიუჯეტში წყლის პროექტისთვის მომავალ თვეში თანხები აღარ არის. თუ გვალვა გაგრძელდება, შტატი მხოლოდ იმ რაოდენობის წყლის უზრუნველყოფას შეძლებს, რაც „აუცილებლად ჩაითვლება კალიფორნიელების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად“.

ამასთან დაკავშირებით რეგიონის მოსახლეობას წყლის დაზოგვისკენ მოუწოდეს.

”ჩვენ გვჭირდება, რომ ყველამ წყლის მოხმარების დაუყოვნებლივ შესამცირებლად ზომები უნდა მიიღოს”, - აღნიშნა ქალაქის გენერალურმა დირექტორმა, ადელ ჰაგეჰალილმა.

ბოლო ორი წელია სამხრეთ კალიფორნია წყლის პრობლემას და გვალვას ებრძვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system