თავში

სამხრეთ კავკასიაში ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს მიღწეული - ტოივო კლაარი

​სამხრეთ კავკასიაში ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდო
სამხრეთ კავკასიაში ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს მიღწეული - ტოივო კლაარი

ევროკავშირი მზადაა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას დაეხმაროს.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი Twitter-ზე წერს.

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც 30 წელზე მეტხნიანი კონფლიქტის დროს დაიღუპა და დაზარალდა. აუცილებელია გადაუჭრელი საკითხების გადაწყვეტა, რათა მოხდეს ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ პროგრესის უზრუნველყოფა, რათა სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხები ერთად წავიდნენ წინ. ევროკავშირი მხარს გიჭერთ თქვენ და რეგიონს", - დაწერა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system