თავში

სამხრეთ კორეა აშშ-ს დახმარებას სთხოვს

სამხრეთ კორეა აშშ-ს დახმარებას სთხოვს
სამხრეთ კორეა აშშ-ს დახმარებას სთხოვს

სამხრეთ კორეა იმედოვნებს, რომ აშშ მათ ვაქცინაციის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩუნგ ეუ-სონგმა გააკეთა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მისი თქმით, პადნემიის დასაწყისში სამხრეთ კორეა მის მეგობარ ქვეყანას, აშშ-ს კორონავირუსის ტესტების გაგზავნით დაეხმარა, ამიტომ ისინი ელიან, რომ სამაგიეროს ვაქცინის სახით მიიღებენ. 

სეულში ხელისუფლების კრიტიკა არ წყდება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ვაქცინიაციის პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ია აცრილი. 

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ დაგვეხმარება იმ სირთულეების გადალახვაში, რაც ახლა გვაქვს, კერძოდ კი ვაქცინების დეფიციტთან დაკავშირებით. ეს კი მათი მხრიდან პასუხი იქნება ჩვენს მიერ გამოჩენილი სოლიდარობისა, როდესაც პანდემიის დასაწყისში ჩვენ მათ თავეხმარეთ", - განაცხადა მინისტრმა.  

მან აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ეს პროცესი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system