თავში

სამხრეთ კორეამ შეზღუდვების ნაწილი მოხსნა

სამხრეთ კორეამ შეზღუდვების ნაწილი მოხსნა
სამხრეთ კორეამ შეზღუდვების ნაწილი მოხსნა

სამხრეთ კორეამ ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჩონ სე გუნმა განაცხადა. 

შემსუბუქებულ წესებს შორის არის ტაძრებში, ლოცვაზე დასწრების უფლება. მოქალაქეებს ასევე მიეცათ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალება, თუმცა ერთი პირობით - ისინი გულშემატკივრის გარეშე უნდა ჩატარდეს. 

შეზღუდვების ნაწილი მას შემდეგ მოიხსნა, რაც ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო. 

ამასთან, ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობას სოციალური დისტანციის მნიშვნელობაც შეახსენა. 

"იმ შემთხვევაში, თუკი 6 მაისამდე შევძლებთ შევინარჩუნოთ სტაბილური მდგომარეობა, გადავალთ რუტინულ სოციალურ დისტანციაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ამ დროისათვის, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10 600-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system