თავში

სამხრეთ კორეაში ფრინველის გრიპის 105 კერა დადასტურდა

​სამხრეთ კორეაში ფრინველის გრიპის 105 კერა დადასტურდა
სამხრეთ კორეაში ფრინველის გრიპის 105 კერა დადასტურდა

სამხრეთ კორეის ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის, H5N8-ის აფეთქების 105 კერა დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ YONHAP News ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 37 აფეთქება დაფიქსირდა კიონგიდოს პროვინციაში, ხოლო 18 - ჩოლა-ნამდოს პროვინციაში დაფიქსირდა. გარდა ამისა, ვეტერინარული სამსახური აფეთქებოს კიდევ ორ სავარაუდო კერას სწავლობს.

სამხრეთ კორეის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ საშიში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 29 მილიონი ფრინველი განადგურდა, რამაც ფრინველისა და კვერცხის ფასების ზრდა გამოიწვია. კერძოდ, შარშანდელთან შედარებით ქათმის კვერცხის საშუალო ფასი 44,9%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system