თავში

სამხრეთ კორეაში მდინარე ღორების სისხლმა გააწითლა

​სამხრეთ კორეაში მდინარე ღორების სისხლმა გააწითლა
სამხრეთ კორეაში მდინარე ღორების სისხლმა გააწითლა

სამხრეთ კორეაში მდინარე იმჯინი ათობით ათასი ღორების სისხლმა გააწითლა. ცხოველები აფრიკული შავი ჭირის გავრცელების გამო დახოცეს.

ქვეყანაში 47 ათასი ღორია ლიკვიდირებული, თუმცა მათი დამარხვა ვერ მოასწრეს.

მდინარეში სისხლი გადაუღებელი წვიმების გამო მოხვდა.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ფაქტი აფრიკული შავი ჭირის სხვა ცხოველებში გავრცელებას ხელს არ შეუწყობს და ადამიანებსაც არაფერი ემუქრებათ. შემდგომი დაბინძურების პრევენციის მიზნით სპეციალისტები ყველა ზომას მიმართავენ.

ეპიდემიური აფეთქება აზიის დიდ ნაწილში, მათ შორის ჩინეთში, ვიეტნამსა და ფილიპინებში ფიქსირდება. ჩინეთში 1.2 მილიონი ღორი დახოცეს.

სამხრეთ კორეაში აფრიკული შავის ჭირის აფეთქება სექტემბერში დაფიქსირდა. ანალოგიური მდგომარეობაა მიანმარში, ლაოსსა და კამბოჯაში.

ტაილანდში აფრიკული შავი ჭირის გამო 200 ღორი დახოცეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system