თავში

სამხრეთ კორეაში, სავრაუდოდ, გრიპის ვაქცინის ჩატარების შემდეგ 13 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში, სავრაუდოდ, გრიპის ვაქცინის ჩატარების შემდეგ 13 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ კორეაში, სავრაუდოდ, გრიპის ვაქცინის ჩატარების შემდეგ 13 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეის ხელისუფლებს თქმით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის ჩატარების შემდგომ 13 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა ეს ინფორმაცია კვლევის ჩატარებამდე დაუზუსტებელია. ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყნის ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს.

ექიმის თქმით, რომელიც პაციენტების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კვლევას აწარმოებს, მას არ სჯერა, რომ გრიპის ვაქცინამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.

კორეის სამედიცინო ასოციაციამ ვაქცინის უსაფრთხოებაში დარწმუნებამდე მისი შეჩერება მოითხოვა.

ამ დროისთვის, სამხრეთ კორეაში სეზონური გრიპით დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

გასულ თვეში ქვეყანამ გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის პროგრამა 19 მილიონი ადამიანისთვის დაიწყო. მთავრობა ცდილობს, თავიდან აიცილოს მასობრივი გრიპის ეპიდემია.

ოფიციალური პირების განცხადებით, 17 წლის ბიჭი გრიპის ვაქცინის ჩატარებიდან ორ დღეში გარდაიცვალა. დანარჩენი დაღუპულების ასაკი 70-80 წელი იყო.

"მე მესმის და განვიცდი, რომ ხალხი შეშფოთებულია ვაქცინით. ჩვენ ვეძებთ მიზეზებს და საფუძვლიანად შევისწავლით მთელ პროცესს, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო უწყება", - განაცხადა მინისტრმა.

მას ასევე დასძინა, გრიპის ვაქცინის პროგრამა კვლავ გაგრძელდება, ხოლო მომხდართან დაკავშირებით ღრმა კვლევა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system