თავში

სამხრეთ კორეაში ვაქცინირებულებს კინოთეატრებში ფასდაკლებას შესთავაზებენ

სამხრეთ კორეაში ვაქცინირებულებს კინოთეატრებში ფასდაკლებას შესთავაზებენ
სამხრეთ კორეაში ვაქცინირებულებს კინოთეატრებში ფასდაკლებას შესთავაზებენ

სამხრეთ კორეაში კინოთეატრები ფასდაკლებას შესთავაზებს მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის კინოგაქირავების ასოციაცია ავრცელებს.

ამ აქციის მიზანი კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევის ხელშეწყობაა, ასევე იმ კინოთეატრების დახმარება, რომლებიც პანდემიის დაწყებიდან ცარიელია. შეთავაზება ივნისის ბოლომდე იმოქმედებს. ფასდაკლების მიღება სალაროში ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენით იქნება შესაძლებელი.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 6,35 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც მოსახლეობის 12,4% პროცენტია. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 141 476-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system