თავში

სამხრეთ მექსიკაში არასრულწლოვანი მიგრანტებისთვის 17 ცენტრი გაიხსნება

სამხრეთ მექსიკაში არასრულწლოვანი მიგრანტებისთვის 17 ცენტრი გაიხსნება
სამხრეთ მექსიკაში არასრულწლოვანი მიგრანტებისთვის 17 ცენტრი გაიხსნება

გვატემალას საზღვარზე მდებარე მექსიკის სამხრეთ შტატებში, ტაბასკოსა და ჩიაპასში ქვეყნის ხელისუფლება არასრულწლოვანი მიგრანტებისთვის, რომლებიც აშშ-ში მიემგზავრებიან, 17 ცენტრის გახსნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Milenio ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მათ მართვას ოჯახების კომპლექსური განვითარების ეროვნული სისტემა. ამასთან, თუ ეს სტრუქტურა კიდევ რამდენიმე შტატში 5 ცენტრის გახსნას მიაღწევს, ის ერთდროულად, თანმხლებ პირებთან ერთად, 7 ათასი არასრულწლოვნის მიღებას შეძლებს.

ცნობილია, რომ ამჟამად ქვეყანაში 5300 მცირეწლოვანი მიგრანტია რეგისტრირებული. მაგრამ პრობლემა უფრო სერიოზულია, რადგან თითოეულ მათგანს, სულ მცირე, ხუთი მოზრდილი ადამიანი ახლავს თან და მათი საერთო რაოდენობა 24 ათასს აჭარბებს. ისინი მექსიკაში არალეგალურად იმყოფებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system