თავში

სამხრეთ პოლუსზე უცივესი ზამთარი დაფიქსირდა

​სამხრეთ პოლუსზე უცივესი ზამთარი დაფიქსირდა
სამხრეთ პოლუსზე უცივესი ზამთარი დაფიქსირდა

სამხრეთ პოლუსზე ისტორიაში ყველაზე ცივი ზამთარი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Watchers ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, სამხრეთ პოლუსის ამუნდსენ-სკოტის მეტეოროლოგიურმა სადგურმა ამ სეზონზე ზამთრის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დააფიქსირა, რომელიც აპრილიდან სექტემბრამდე გაგრძელდა.

საშუალო ტემპერატურაა -61,1°C იყო. წინა რეკორდი 1976 წელს დაფიქსირდა და -60,6°C შეადგინა.

საშუალო ტემპერატურა სადგურზე 2.5 გრადუსით უფრო დაბალი იყო, ვიდრე საშუალო მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ვისკონსინის უნივერსიტეტის მკვლევარის, მეთიუ ლაზარის თქმით, ამ ზამთარს სადგურზე რამდენჯერმე -73.3°C დაფიქსირდა. 30 სექტემბერს კი რუსულ სადგურზე "ვოსტოკ" ტემპერატურა -79.3°C- მდე დაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system