თავში

"სამხრეთის პარკის" ეპიზოდი ვაქცინაციას მიუძღვნეს - VIDEO

​"სამხრეთის პარკის" ეპიზოდი ვაქცინაციას მიუძღვნეს
სამხრეთის პარკის ეპიზოდი ვაქცინაციას მიუძღვნეს - VIDEO

ანიმაციური სერიალის "სამხრეთის პარკის" ("South Park") სპეცგამოშვების თიზერი ინტერნეტში გამოჩნდა. ერთსაათიანი ეპიზოდის სახელწოდებაა "South ParQ Vaccination Special". მასში სამხრეთის პარკის ბინადრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას განიხილავენ.

"სამხრეთის პარკის მაცხოვრებლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ითხოვენ", - აღნიშნულია თიზერის აღწერაში.

ახალ ეპიზოდში კარტმენი და მისი მეგობრები ვაქცინის შეგროვებას იწყებენ, რათა სკოლაში მასწავლებელი დააბრუნონ. ამავე სერიაში მოხსენიებული იქნება შეთქმულების თეორია Qanon-ის, რომლიც მიმდევრებს სჯერათ, რომ სატანისტური მთავრობა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავს.

სპეცეპიზოდის პრემიერა ტელეარხებზე Comedy Central და MTV2 10 მარტს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system