თავში

სამსახურიდან გათავისუფლების შიშით ქალი კოლეგას ყავაში ტრანკვილიზატორს უყრიდა

სამსახურიდან გათავისუფლების შიშით ქალი კოლეგას ყავაში ტრანკვილიზატორ
სამსახურიდან გათავისუფლების შიშით ქალი კოლეგას ყავაში ტრანკვილიზატორს უყრიდა

იტალიაში მცხოვრებმა ქალმა, სამსახურიდან გათავისუფლების შიშით, თავის კოლეგას ყავაში ტრანკვილიზატორი ჩაუყარა. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა The Guardian წერს. 

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც სამსახურმა შემცირებები დაიწყო, ქალი ძალიან აღელდა და კონკურენტის ჩამოშორების მიზნით, კოლეგის მოწამვლა გადაწყვიტა. მას შემდეგ რაც დამნაშავის კოლეგამ ყავა დალია შეუძლოდ გახდა, თავს უენერგიოდ გრძნობდა და სამუშაოს ვერ ასრულებდა. ინციდენტი რამდენჯერმე განმეორდა. ანალიზების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მის ორგანიზმში დიდი რაოდენობით დამამშვიდებელი ნივთიერება იყო, რომელიც დაზარალებულს საკუთარი ნებით არ მიუღია. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მის კოლეგას ეკისრებოდა. 

სასამართლომ დამნაშავეს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system