თავში

სამშობლოში დაბრუნებულ სირიელებს აწამებენ - Amnesty International

სამშობლოში დაბრუნებულ სირიელებს აწამებენ - Amnesty International
სამშობლოში დაბრუნებულ სირიელებს აწამებენ - Amnesty International

Amnesty International-ის ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულ სირიელებს უსაფრთხოების ძალები აწამებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები იძულებითი დეპორტაციისა და ძალით, ქვეყანაში დაბრუნებისგან.

ანგარიშის მიხედვით, დაზვერვის თანამშრომლების მხრიდან წამების ფაქტები 66 ლტოლვილზე დაფიქსირდა, რომელთა შორის 13 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, ანგარიშში მითითებულია, რომ ხუთი პირი პატიმრობაში გარდაიცვალა.

სირია კატეგორიულად უარყოფს ლტოლვილების წამების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თქმით, მილიონობით ლტოლვილი, მასპინძელი ქვეყნების მხრიდან, ზეწოლასა და დაშინებას განიცდიან და ადგილობრივი მთავრობები საერთაშორისო დახმარების მიღების სანაცვლოდ სირიის მოქალაქეებს მათ ქვეყნებში დარჩენას აიძულებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system