თავში

სან-ფრანცისკო კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

სან-ფრანცისკო კორონავირუსთან
სან-ფრანცისკო კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

აშშ-ში, სან-ფრანიცისკოს მერმა ლონდონ ბრიდმა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ჯერ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბრიდის თქმით, ეს ქალაქს საგანგებო სიტუაციისთვის საჭირო გეგმის სწრაფად შემუშავებაში დაეხმარება. COVID-19-ის სან-ფრანცისკოში გავრცელების შემთხვევაში, ისინი ვითარებას სრულ მზადყოფნაში დახვდებიან.

ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსის 53 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 10 - კალიფორნიაში დაფიქსირდა. სამმა პაციენტმა მკურნლობა სან-ფრანცისკოს კლინიკაში გაიარა, თუმცა ისინი ქალაქის მკვიდრნი არ არიან. კორონავირუსი აღმოაჩნდა სამხრეთ კორეაში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო ნაწილების ერთ ჯარისკაცს. ეს ამერიკელის სამხედროს დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

ბოლო მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით, 2760 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულთა რიცხვმა 80990-ს მიაღწია, აქედან 2930 შემთხვევა ჩინეთის გარეთ არის დაფიქსირებული. მას შემდეგ, რაც ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა. აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრებმა განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი მოსახლეობას კორონავირუსის რეალური საფრთხის შესახებ გაფრთხილებას და რეკომენდაციებს აძლევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system