თავში

სან-რემოში იტალიური საესტრადო ყოველწლიური ფესტივალი გაიხსნა

სან-რემოში იტალიური საესტრადო ყოველწლიური ფესტივალი გაიხსნა
სან-რემოში იტალიური საესტრადო  ყოველწლიური ფესტივალი გაიხსნა

სან-რემოში იტალიური საესტრადო ყოველწლიური 71-ე ფესტივალი კორონავრუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვის დაცვით გაიხსნა.

მთავარი შეზღუდვა იყო მაყურებელთა დასწრება. ამჯერად არისტონის თეატრში, ლიგურიის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქში, თავად კონკურსანტების გარდა, მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების წამყვანები და ჟურნალისტები არიან, რომლებიც ღონისძიებას უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით აშუქებენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მრავალფეროვანი ხელოვნების ფესტივალი სან-რემოში ყოველწლიური კულტურული ღონისძიებაა. ფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს პალმა" 26 კონკურსანტიდან ერთ-ერთს ეკუთვნის, გარდა ამისა, რვა ახალგაზრდა მომღერალი ცალკე ჯილდოს მისაღებად იბრძვის. გამარჯვებულთა ვინაობა 7 მარტის ღამეს, ფინალური კონცერტის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system