თავში

სანაპიროზე ინფიცირებული გვამი გამოირიყა - ვანუატუმ ქვეყნიდან გასვლა აკრძალა

სანაპიროზე ინფიცირებული გვამი გამოირიყა -
სანაპიროზე ინფიცირებული გვამი გამოირიყა - ვანუატუმ ქვეყნიდან გასვლა აკრძალა

წყნარი ოკეანის კუნძულმა ქვეყანამ, ვანუატუმ ქვეყნიდან გამგზავრება აკრძალა მას შემდეგ, რაც სანაპიროზე კორონავირუსით ინფიცირებული გვამი გამოირიყა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

ფილიპინელი მეთევზის გვამი 11 აპრილს აღმოაჩინეს. ის ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან დაიკარგა. მას შემდეგ, რაც ცხედარი მორგში გადაასვენეს, აღმოჩნდა, რომ მას COVID 19 ჰქონდა. 

უცნობია, იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი, თუმცა ვანუატუმ მალევე მიიღო ზომები და 16 ადამიანი საკარანტინო სივრცეში მოათავსა. უმეტესი მათგანი პოლიციელები არიან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ვანუატუში, ისევე როგორც წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებზე მცირე რაოდენობის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ვანუატუში, სადაც მოსახლეობა 300 000 ადამიანს აჭარბებს, კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევაა დადასტურებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system