თავში

სანკტ-პეტერბურგში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გემს ცეცხლი გაუჩნდა

სანკტ-პეტერბურგში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გემს ცეცხლი გაუჩნდა
სანკტ-პეტერბურგში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გემს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის განკუთვნილ გემს სანკტ-პეტერბურგში ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გემთმშენებლობის კორპორაციის სამსახური ავრცელებს. 

ცეცხლი ქარხანაში მყოფ 203385 პროექტის კორვეტს მოეკიდა, რომლის სახელია "პროვორნი" 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლმა მოიცვა მხოლოდ გემბანი, დაახლოებით 100 კვადრატული მეტრის ფართობზე. თუმცა, მოგვიანებით დადგინდა რომ ცეცხლი თითქმის მთელ გემ 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოედო. 

ხანძარს უმაღლესი სირთულის ხარისხი აქვს მინიჭებული და მის ჩაქრობაში 170-მდე ადამიანი და 40-ზე მეტი ტექნიკაა ჩართული. 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system