თავში

Sanofi-GSK-ის ვაქცინა დამაიმედებელ შედეგებს იძლევა

​Sanofi-GSK-ის ვაქცინა დამაიმედებელ შედეგებს იძლევა
Sanofi-GSK-ის ვაქცინა დამაიმედებელ შედეგებს იძლევა

Sanofi-სა და GlaxoSmithKline-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი პოტენციური ვაქცინა დამაიმედებელ შედეგებს იძლევა. წინასწარი გამოცდის მეორე ფაზაში მყოფი პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის და პაციენტებში სერიოზული იმუნური პასუხი გამოწვია. მწარმოებლების განცხადებით, უახლოეს კვირებში ისინი გამოცდის ბოლო ეტაპზე და წარმოებაზე გადასვლას გეგმავენ. გამოცდაში სხვა და სხვა ქვეყნის 37 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ვაქცინა მარეგულირებელი ორგანოს დასტურს მიიღებს. ინფორმაციას Toronto Star ავრცელებს.

Sanofi-GSK-ის ვაქცინა ევროკავშირის ვაქცინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. მას განსაკუთრებით მხარს უჭერდა საფრანგეთი, თუმცა მოგვიანებით პროცესში გარკვეული ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო, რადგან ადრეულმა ტესტირებამ ასაკოვან ადამიანებში არაადეკვატური იმუნური პასუხის შემთხვევები აჩვენა. Sanofi-GSK ერთ-ერთია იმ ვაქცინებს შორის, რომელიც ამ ეტაპზე გამოცდა გადის. კომპანია 1 მილიარდამდე დოზა პრეპარატის წარმოებას გეგმავს. მათი მიწოდება იგეგმება აშშ-სი, კანადასა და სხვა ქვეყნებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system