თავში

სანტა პასუხობს კითხვას - რა არის საუკეთესო საჩუქარი?! - VIDEO

სანტა პასუხობს კითხვას - რა არის საუკეთესო საჩუქარი?!
სანტა პასუხობს კითხვას - რა არის საუკეთესო საჩუქარი?! - VIDEO

სანტა შობის დღესასწაულისათვის დამხმარე ელფებთან ერთად ემზადება. ვიდეოში, რომელმაც მან გამოგვიგზავნა, კარგად ჩანს, როგორ ანაწილებენ წერილებსა და საჩუქრებს მისი დამხმარეები. 

შობამდე რამდენიმე დღე დარჩა. სურვილების ასრულების განსაკუთრებული პერიოდიც სწორედ ახლა დგება. 

სანტა ყველას მოგვმართავს - გამოვიყენოთ მხოლოდ დადებითი სიტყვები საუბრისას. აქვე, ის პასუხსაც სცემს კითხვას: "რა არის საუკეთესო საჩუქარი?"

კიდევ ერთი წელი სრულდება და შობის დღესასწაულიც სულ მალე დადგება. იმედი მაქვს, შენმა წელმა ძალიან კარგად ჩაიარა. აი მე, ამ წელს ერთ რამეზე დავფიქრდი - როგორ ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს... ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ადამიანები დადებით და მეგობრულ სიტყვებს გამოიყენებენ ერთმანეთთან საუბრისას. საჭიროა ვიფიქროთ ერთმანეთის ფიქრებსა და გრძნობებზე. 

ხშირად მეკითხებიან თუ რა არის საუკეთესო საჩუქარი?! ვფიქრობ, ეს არის - დრო! დრო, რომელიც შეგიძლია დაუთმო სხვას. დრო, რომელსაც ატარებ ოჯახთან ერთად, შვილებთან, მეგობრებთან. ასე რომ, გთხოვთ, დაუთმეთ დრო ერთმანეთს. იმედი მაქვს, დაუვიწყარი შობა გექნებათ. გილოცავთ და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ", - ამბობს სანტა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system