თავში

საპარლამენტო არჩევნების შედეგები შოტლანდიას დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის მანდატს აძლევს

შოტლანდია არჩევნები
საპარლამენტო არჩევნების შედეგები შოტლანდიას დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის მანდატს აძლევს

შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტარჯონის განაცხადებით, არჩევნებში შოტლანდიის ნაციონალური პარტიის მაღალი შედეგები დამოუკიდებლობაზე მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნის შესაძლებლობას აძლევთ.

დიდი ბრიტანეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ, თემთა პალატაში, 59-დან 47 ადგილი მიიღო. ეს 12 ადგილით მეტია, ვიდრე 2017 წლის არჩევნების დროს. შოტლანდიელმა კონსერვატორებმა პარლამენტში მხოლოდ 6 ადგილი მიიღეს.

ნიკოლა სტარჯონის განცხადებით, შედეგებმა მის მოლოდინს გადააჭარბა. ის შობის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს წერილს გაუგზავნის, სადაც, შოტლანდიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მეორე რეფერენდუმის ჩატარების ნებართვას მოითხოვს.

პრემიერმა ბორის ჯონსონმა აქამდე არაერთხელ განაცხადა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე მეორე რეფერენდუმის წინააღმდეგია.

13 დეკემბრის ვადამდელ საპარალამენტო არჩევნებში დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system