თავში

სარაკეტო იერიშს ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ემსხვერპლნენ

​სარაკეტო იერიშს ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ემსხვერპლნენ
სარაკეტო იერიშს ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ემსხვერპლნენ

ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა და ათამდე დაიჭრა ერაყში, თაჯის სამხედრო ბაზაზე ავიაიერიშისას. ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე საერთაშორისო ძალების ბაზას, 18 107 მმ-იანი „კატიუშას“ ტიპის მცირე ზომის 18 რაკეტა მოხვდა, რომელიც, სავარაუდოდ,  სატვირთო მანქანიდან იყო გაშვებული. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. კოალიციური ძალების სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, რომელი ძალა შეიძლება იდგეს იერიშის უკან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დომინიკ რააბს ესაუბრა. მათ განაცხადეს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.

ამ ეტაპზე აშშ-სა და ირანს შორის დაძაბული ვითარებაა. იანვრის დასაწყისში, ამერიკული საჰაერო ოპერაციის შედეგად, ირანელი გენერლის, ქასემ სულეიმანის მკვლელობას ირანელებმა ერაყში სამხედრო ბაზაზე იერიშით უპასუხეს, რის შედეგადაც 100-მა ამერიკელმა სამხედრომ თავის ტრავმა მიიღო.

მაიკ პომპეოს თქმით, სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაცია ჩატარდა იმიტომ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფების შეტევები შეწყვეტილიყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system