თავში

სასამართლომ ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობაში დატოვა

​სასამართლომ ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობაში დატოვა
სასამართლომ ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობაში დატოვა

ლოს-ანჯელესის (კალიფორნიის) სასამართლომ უარყო ამერიკელი პოპ-მომღერალი ბრიტნი სპირსი შუამდგომლობა, რომელიც შემსრულებლის მრავალმილიონიან ქონებაზე მამამისის კონტროლის ჩამოცილებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ USA Today ავრცელებს.

მოსამართლემ უარით უპასუხა სპირსის ადვოკატის, სამუელ ინგამის შუამდგომლობაზე, რომელიც მამამისის მეურვეობის ანულირებას ითხოვდა.

ამასთან, მანამდე სასამართლომ თანხმობა განაცხადა ბრიტნი სპირსის მეურვეთა რიცხვში კერძო ფინანსური კომპანიის ჩართვაზე.

შეგახსენებთ, ამერიკელმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა სასამართლო სხდომაზე მამამისის მეურვეობისგან სრულად გათავისუფლება მოითხოვა.

ბოლო სასამართლოზე ბრიტნი სპირსმა განაცხადა, რომ მისი მეურვე, საკუთარი მამა სინამდვილეში მის ექსპლუატაციას ეწეოდა და მკაცრად აკონტროლებდა. მამა შვილს მესამე შვილის ყოლის უფლებას არ აძლევდა, უკრძალავდა შეყვარებულთან ურთიერთობას, აიძულებდა, გაემართა კონცერტები, დასვენების საშუალებას არ აძლევდა და აიძულებდა, ნარკოტიკული საშუალებები მიეღო. მომღერალი ახლა სასამართლოს გზით მამის მეურვეობის ანულირებას ცდილობს.

38 წლის ბრიტნის მამა ჯეიმი სპირსი უკვე 12 წელია შვილის მეურვეა. 2008 წელს მას ეს უფლებამოსილება სასამართლომ მიანიჭა, მას შემდეგ რაც ბრიტნი სპირსი, რომელსაც იმ დროისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რამდენიმე სკანდალურ ინციდენტში გაეხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system