თავში

სასამართლომ ბრიტნი სპირსის მამას მეურვეობა საბოლოოდ ჩამოართვა

სასამართლომ ბრიტნი სპირსის მამას მეურვეობა საბოლოოდ ჩამოართვა
სასამართლომ ბრიტნი სპირსის მამას მეურვეობა საბოლოოდ ჩამოართვა

-ლოს-ანჯელესისი სასამართლომ ჯეიმს სპირსს მომღერლისა და შვილის, ბრიტნი სპირსის მეურვეობა საბოლოოდ ჩამოართვა. ინფორმაციას BBC News ავრცელებს.

სპირსის ნაცვლად პოპ-ვარსკვლავის მეურვე მისი იურისტი, ჯონ ზეიბელი იქნება, რომლის კანდიდატურა ბრიტნის ადვოკატებმა წამოაყენეს. ამიერიდან ის გააკონტროლებს მომღერლის ქონებას, რომელიც 59 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

გარდა ამისა ჯოდი მონტგომერი ბრიტნი სპირსის პირად ცხოვრებასა და ჯანმრთელობასაც გააკონტროლებს.

ამასთან, ეს გადაწყვეტილება დროებითია. შემდეგ სასამართლო სხდომაზე განიხილავენ ბრიტნი სპირსის ემოთხოვნას, რომლის თანახმად ის მეურვეობისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს.

ცნობისთვის, ბრიტნი სპირსს მეურვე მას შემდეგ დაენიშნა, რაც მომღერალმა 2006-2007 წლებში ქმარ კევინ ფედერლინთან განქორწინების შემდეგ ბავშვებზე მეურვეობა დაკარგა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მკურნალობდა.

2008 წელს, სანამ ბრიტნი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა, მის მეურვედ მისი მამა ჯეიმი სპირსი და ადვოკატი ენდრიუ უოლეტი დაინიშნნენ. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით უარი თქვა მეურვის სტატუსზე. ხოლო მომღერლის მამა მის ფინანსურ ცხოვრებას დღემდე აკონტროლებდა.

2020 წელს ბრიტნი სპირსმა მამის მეურვეობისგან გათავისუფლება მოითხოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system