თავში

სასამართლომ "სკვითური ოქრო" უკრაინას მიაკუთვნა

სასამართლომ "სკვითური ოქრო" უკრაინას მიაკუთვნა
სასამართლომ სკვითური ოქრო უკრაინას მიაკუთვნა

"სკვითური ოქრო" უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. გადაწყვეტილება ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კრაინის ეროვნული კულტურული ინტერესები ყირიმის მუზეუმების ინტერესებს აღემატება, რის გამოც ალარდ პირსონის მუზეუმი არ არის ვალდებული, სამუზეუმო ექსპონატები ყირიმის მუზეუმებს დაუბრუნოს, რადგან უკრაინული კანონის მიხედვით, მუზეუმების შესახებ უკრაინის, როგორც სახელმწიფოს უფლებები, უზენაესია.

ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვლადიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ყოველთვის იბრუნებს თავისას, ჯერ დაიბრუნებს "სკვითურ ოქროს", შემდეგ კი ყირიმს.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირების შემდეგ, ნიდერლანდების მხარემ უარი განაცხადა ექსპონატების ყირიმის მუზეუმებისთის დაბრუნებაზე და განაცხადა, რომ სამუზეუმო ნივთები გამოფენისთვის უკრაინამ გადასცა. 2020 წელს ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის საჩივარი მოსამართლის შეცვლის თაობაზე, რადგან არსებობდა ეჭვები მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი დადგენილება ახალმა მოსამართლემ, პაულინ ჰოფმეირ-რუტენმა გამოიტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system