თავში

სასამართლომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბაიდენის გადაწყვეტილება შეაჩერა

სასამართლომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბაიდენის გადაწყვეტილება
სასამართლომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბაიდენის გადაწყვეტილება შეაჩერა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დროებით დაბლოკა ბაიდენის ბრძანება, მსხვილი კომპანიების თანამშრომლების კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სავალდებულო აცრის შესახებ. 

კანონი კომპანიებს, რომლებსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, დასაქმებულების სრულ ვაქცინაციას ან ყოველკვირეულ ტესტირებას ავალდებულებს. 

სასამართლომ საკანონმდებლო ინიციატივაში აღმოაჩინა სერიოზული იურიდიული და კონსტიტუციური პრობლემები, რის გამოც განკარგულება შეაჩერა და ბაიდენის ადმინისტრაციას პასუხის გასაცემად რამდენიმე დღიანი ვადა მისცა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული რეგულაცია სასამართლოში ტეხასის, ლუიზიანის, მისისიპის, სამხრეთ კაროლინისა და იუტას შტატებმა, ასევე კერძო კომპანიებმა და რელიგიურმა ჯგუფებმა გაასაჩივრეს. ისინი ბაიდენს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

ცნობისთვის აშშ-ში ბევრმა კომპანიამ თავისი თანამშრომლებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო უკვე გახადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system