თავში

საშინლად დამამახინჯეს - ლინდა ევანგელისტა კოსმეტიკური პროცედურის მსხვერპლი გახდა

​საშინლად დამამახინჯეს - ლინდა ევანგელისტა კოსმეტიკური
საშინლად დამამახინჯეს - ლინდა ევანგელისტა კოსმეტიკური პროცედურის მსხვერპლი გახდა

1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა, რომლის ყველაზე ცნობილი ფრაზაა - "საწოლიდან 10 000 დოლარზე ნაკლებისთვის არც კი ავდგები", 2015 წლიდან საზოგადოებაში არც ერთხელ არ გამოჩენილა.

56 წლის ლინდა არა მხოლოდ ღონისძიებებს გაურბის, არამედი "Instagram-ში" პირად ფოტოებს პრაქტიკულად არ ავრცელებს და მხოლოდ საარქივო ფოტოებით შემოიფარგლება.

ბოლოს რამდენიმე სურათი მან 2019 წელს გამოაქვეყნა.

"რა სჭირს მის სახეს", - კითხულობდნენ მაშინ ფანები.

ახლა კი ევანგელისტამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტა, რატომ გახდა ასკეტი და არ გააგრძელა კარიერა, როგორც ეს მისმა თანატოლმა მოდელებმა გააკეთეს.

მისი თქმით, 5 ლის წინ ის "საშინლად დაამახინჯეს. საუბარია კოსმეტიკურ პროცედურაზე, რომელიც კარგად არ დამთავრდა.

მედიკოსები ლინდას ჰპირდებოდნენ, რომ "Zeltiq CoolSculpting" საოცრად ეფექტური იქნებოდა, თუმცა რეალურად ამან მისი "ცხიმის უჯრედები კი არ შეამცირა, არამედ გაადიდა და ის სამუდამოდ დამახინჯებულად დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ორი მტკივნეული, თუმცა წარუმატებელი მაკორექტირებელი ოპერაცია" ჩაიტარა.

"როგორც მედია წერდა, ისეთი გავხდი, რომ ვერავინ მცნობდა. პარადოქსალური ცხიმოვანი ჰიპერპლაზია განმივითარდა, რომლის რისკის შესახებ პროცედურის გაკეთებამდე არ ვიცოდი. ამან არა მხოლოდ საარსებო წყაროს გარეშე დამტოვა, არამედ ღრმა დეპრესიაში ჩამაგდო", - განაცხადა ლინდამ.

ევანგელისტას თქმით, ის კლინიკის წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებს, მის ისტორიას კი საჯაროდ იმიტომ ჰყვება, რომ "ასე ცხოვრებით დაიღალა".

"მინდა კარში ამაყად აწეული თავით გავიდე, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს უკვე აღარ ვგავარ", - ამბობს მოდელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system