თავში

სასწრაფო დახმარების ექიმებს COVID-19-თან ბრძოლაში ძაღლი ეხმარება

სასწრაფო დახმარების ექიმებს COVID-19-თან ბრძოლაში ძაღლი ეხმარება
სასწრაფო დახმარების ექიმებს COVID-19-თან ბრძოლაში ძაღლი ეხმარება

გმირები შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ ადამიანები. დახმარება კი სჭირდება ყველას, მათ შორის ექიმებსაც, რომლებიც ამ თვალით უხილავ, მაგრამ უსასტიკეს პანდემიასთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე დგანან. მათ პროფესიონალიზმზე, თავდაუზოგავ შრომასა და გამძლეობაზეა დამოკიდებული დღეს ვირუსის დამარცხება და კაცობრიობის გადარჩენა.

ყვითელი ლაბრადორი, ერთი წლის ვუნი, გაწვრთნილი ძაღლია, რომელიც კოლორადოს შტატში, დენვერის კლინიკაში, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმებთან ერთად მუშაობს. იგი ექიმმა სუზან რაიანმა გაწვრთნა. ვუნი საავადმყოფოში ერთგვარი სოციალური მუშაკია. მას დაღლილ ექიმთან იძახებენ და ძაღლის მოფერება და მასთან ურთიერთობა მედიკოსებს ენერგიის განახლებაში, ფსიქოლოგიურ განტვირთვასა და ყურადღების გადატანაში ეხმარება.

ექიმმა რაიანმა ინტერნეტმომხმარებელს ვუნთან ერთად გადაღებული ფოტო გაუზიარა. სურათზე ჩანს ბოქსირებული განყოფილებიდან გამოსული, დაღლილი ექიმი, რომელმაც უკვე დამცავი ეკიპირებაც გაიხადა, დაიბანა და კეთილ ვუნთან ურთიერთობისთვის რამდენიმე წუთი გამონახა.

ამ ყველაფერთან შეხება, ამ ყველაფრის მოსმენა, რა თქმა უნდა მოქმედებს და ამ დროს ვუნის გამოჩენა, მასთან ერთად იატაკზე ჯდომა, მისი შეხება და მოფერება დიდი განტვირთვაა“, - ამბობს ექიმი რაიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system