თავში

სასწრაფოს ექიმმა ხანძრის შესახებ შეტყობინება საკუთარი სახლიდან მიიღო

​სასწრაფოს ექიმმა ხანძრის შესახებ შეტყობინება საკუთარი სახლიდან მიიღო
სასწრაფოს ექიმმა ხანძრის შესახებ შეტყობინება საკუთარი სახლიდან მიიღო

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში ხანძართან დაკავშირებით შეტყობინება 911-ზე სამაშველო და სამედიცინო სამსახურმა მიიღო. სასწრაფო დახმარების ექიმი ედი თომასი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც უბედური შემთხვევის შესახებ გამოძახებას უპასუხა. მისამართის ჩაწერის დროს ის მიხვდა, რომ ხანძარი მის სახლში მძვინვარებდა და ცეცხლში მისი ქალიშვილი იყო მოყოლილი.

ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა თომასის 40 წლის ქალიშვილის ალმოდებული სახლიდან გამოყვანა შეძლეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქალი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კოლეგებმა სოციალურ ქსელში GoFundMe გვერდი შექმნეს, სადაც, ედი თომასის ოჯახის დახმარების მიზნით, ფინანსურ შემოწირულობას აგროვებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system