თავში

საუდის არაბეთიდან არავაქცინირებულ მოქალაქეებს აღარ გაუშვებენ

​საუდის არაბეთიდან არავაქცინირებულ მოქალაქეებს აღარ გაუშვებენ
საუდის არაბეთიდან არავაქცინირებულ მოქალაქეებს აღარ გაუშვებენ

9 აგვისტოდან საუდის არაბეთის დატოვების უფლება ექნება მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის ახალ შტამებთან ბრძოლაში ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"მთელ მსოფლიოში ქვეყნები პანდემიის ახალ ტალღებს აწყდება, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის სავალდებულო მიღების შესახებ", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საუდის არაბეთში ავტორიზებულია Moderna-ს, Johnson & Johnson-ის, AstraZeneca-სა და Pfizer /BioNTech-ის ვაქცინები. ამასთან, ხელისუფლება თვლის, რომ ვაქცინაციის დროს პირველ და მეორე დოზებად სხვადასხვა მწარმოებლების პრეპარატების გამოყენება უსაფრთხოა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system