თავში

საუდის არაბეთის ნავთობტერმინალზე ხანძარია

​საუდის არაბეთის ნავთობტერმინალზე ხანძარია
საუდის არაბეთის ნავთობტერმინალზე ხანძარია

საუდის არაბეთში, ჯიზანის საპორტო ქალაქში მდებარე ნავთობტერმინალს ცეცხლი უკიდია. ობიექტზე ხანძარი ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული დრონებით შეტევის შედეგად განხორციელდა. სამხედროებმა რამდენიმე დრონის განეიტრალება მოახერხეს. მათ შორის ორი ქალაქ ჰამის-მუშაითსა და ჰაჯარნზე შეტევას ცდილობდა.

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც საუდის არაბეთი შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე გაჭიანურებული - იემენის სამხედრო კონფლიქტის დარეგულირების ინიციატივით გამოვიდა. გეგმა გამყოფი ხაზის გასწვრივ დაპირისპირებულ ჰუსიტებსა და იემენის სახელისუფლებო ძლებს შორის ზავის გამოცხადებას გულისხმობს, რომელზეც მკაცრ კონტროლს გაერო, ხოლო შუამავლის როლს აშშ და ომანი განახორციელებენ.

გარდა ამისა, საუდის არაბეთი იემენის ყველა სახელმწიფო მოხელის ხელფასის გადახდის გარანტიას იძლევა და ნავთობის ექსპორტიდან მიღებული საბიუჯეტო თანხის სამართლიანი განაწილების ინიციატივით გამოდის. იემენის კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. ამბოხებულ ჰუსიტებს მხარს ირანი და შეიარაღებული დაჯგუფება "ჰეზბოლა" უჭერს. იემენის სახელისუფლებო ძალებს კი საუდის არაბეთის ლიდერობით, არაბული სახელმწიფოების კოალიციის მხარდაჭერა აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system