თავში

საუდის არაბეთმა 24 საათიანი კარანტინი გამოაცხადა

​საუდის არაბეთმა 24 საათიანი კარანტინი გამოაცხადა
საუდის არაბეთმა 24 საათიანი კარანტინი გამოაცხადა

საუდის არაბეთში რამადანის თვეში მარხვის დამთავრებასთან დაკავშირებით ქვეყანაში 24 საათიანი საყოველთაო კარანტინი ცხადდება.

რამადანის თვის დასაწყისში, 23 აპრილიდან, სამეფოში აკრძალვები ნაწილობრივ შემსუბუქდა. ტესტირების პირობებში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ რამადანის დასასრულს, 23 მაისიდან, 24 საათიანი კარანტინის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლო 24 საათში საუდის არაბეთში კორონავირუსის 1905 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 45 000-ს მიაღწია. გარდაიცვალა 273 ადამიანი.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატების შემდეგ 24 საათიანი კარანტინი შემოიღეს ყატარში, ქუვეითსა და ლიბანში. ყატარში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26 539-მდე გაზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system