თავში

საუდის არაბეთში ახალი წლის ღამეს მოთოვა - VIDEO

​საუდის არაბეთში ახალი წლის ღამეს მოთოვა
საუდის არაბეთში ახალი წლის ღამეს მოთოვა - VIDEO

საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე თაბუკის მთები 1 იანვარს დილით, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, თოვლით დაიფარა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას The National News ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა თოვლს სიმღერითა და ცეკვით შეხვდა. თოვლის სანახავად ხალხი სამეფოს სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიოდა.

"ექსტრემალური ამინდის პირობების" გამო, უსაფრთხოების ძალებმა ტერიტორიისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს მას შემდეგ, რაც აქ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ხელისუფლებამ მოუწოდა სტუმრებსა და თაბუკის მაცხოვრებლებს, ფრთხილად იყვნენ, რადგან უამინდობისგან ხილვადობა გაუარესდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system