თავში

საუდის არაბეთში სილამაზის კონკურსზე აქლემებს ბოტოქსს უკეთებდნენ

​საუდის არაბეთში სილამაზის კონკურსზე აქლემებს ბოტოქსს უკეთებდნენ
საუდის არაბეთში სილამაზის კონკურსზე აქლემებს ბოტოქსს უკეთებდნენ

საუდის არაბეთში 40-ზე მეტი აქლემს სილამაზის კონკურსზე დისკვალიფიკაცია მიანიჭეს, რადგან მათ ბოტოქსის ინიექციები ჰქონდათ გაკეთებული. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

აქლემის სილამაზის კონკურსი მეფე აბდელ-აზიზის ფესტივალზე ტარდება, რომელიც დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. პირველი ადგილის შემთხვევაში ჯილდო დაახლოებით 66 მილიონი დოლარია.

აქლემებს ბოტოქსის ინიექციების, ბრეკეტების ან სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, რაც მათ უფრო მიმზიდველს გახდის, მკაცრად ეკრძალებათ.

ჟიურის წევრები გამარჯვებულს ცხოველის თავის, კისრისა და კეხის ფორმის მიხედვით ადგენენ.

წელს მათ აღმოაჩინეს, რომ აქლემების მფლობელები ცხოველების ტუჩებს და ცხვირს ჭიმავდნენ, კუნთების გასაძლიერებლად ჰორმონებს იყენებდნენ და თავსა და ტუჩებში ბოტოქსს უკეთებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system